მთავარისიახლეებისაზოგადოებამალგოჟეტა გოშევსკა "ვივამედში" ააკაშვილის მოსანახულებლად 16:00 საათზე მივა

მალგოჟეტა გოშევსკა “ვივამედში” ააკაშვილის მოსანახულებლად 16:00 საათზე მივა

Published on

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა “ვივამედში” დღეს 4 საათზე მივა. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.

ცენტრ “ემპათიას ” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “სასწრაფოს საჭიროებს დიაგნოსტიკისთვის გაყვანას საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში”. ის ასევე მოუწოდებს ადვოკატებს: “რაც შეიძლება სწრაფი ზომები მიიღონ იურიდიული პროცედურების დასრულებისათვის”.

ექსპერტები დასკვნის წერას უახლოეს დღეებში დაასრულებენ და შემდეგ ადვოკატები სასამართლოს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ ვიზიტს, უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ევროპელ პოლიტიკოსს “ქართული ოცნება” ნებას დართავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მოინახულოს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...