მთავარისიახლეებიმსოფლიოლუგანშინა ოკუპანტთა ცხედრებითაა მოფენილი - გაიდაი

ლუგანშინა ოკუპანტთა ცხედრებითაა მოფენილი – გაიდაი

Published on

“მთელი კვირის განმავლობაში მეტნაკლებად სასტიკი აომარი მოქმედებები ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებზე მიმდინარეობდა, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებებზე რუსეთმა იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში”, – თქვა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი კი ამბობს, რომ  ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის დაცვის ხაზი სვატოვოსა და კრემენნაიასთან გაარღვიონ, ხოლო ის ადგილი “სავსეა ორკთა ცხედრებით”.

“რუსი სამხედროები ჩვენი დაცვის ხაზის გარღვევას სვატოვო-კრემენნაიასთან ცდილობენ. ლუგანსკის მიწა განოყიერებულია ორკების ცხედართა ნარჩენებით. ყოველი შეტევის მცდელობის წინ რუს ოკუპანტებს დაზვერვაზე უშვებენ, საიდანაც ცოცხალი ვერ ბრუნდებიან. ისინი კვდებიან და მათ სხვები ანაცვლებენ, შემდეგ ისევ სხვები და სხვები…”, – ამბობს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

დამოუკიდებელი წყაროები იტყობინებიან, რომ ბელარუსის პოლიგონებზე გაჩნდა ძალიან ბევრი კარავი რუსი სამხედროებითა და ტექნიკით. თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს ბარანოვიჩის, ოსიპოვიჩისა და ვიტებსკის პოლიგონები.

ცნობილი ხდება, რომ უკრაინა 90 ერთეული T-72M1-იდან აშშ-სა და ნიდერლანდებში მოდერნიზებულ პირველ 26 ტანკს დეკემბერში მიიღებს.

აშშ და ნიდერლანდები უკრაინისთვის განკუთვნილ ტანკებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარებენ მოდერნიზებას – იგეგმება დამიზნების ახალი სისტემების დამონტაჟება.

კავშირგაბმულობის ახალი სისტემა დაყენდება+ გაძლიერდება ტანკის დაცვაც ( სავარაუდოდ, საუბარია დინამიური დაცვის სისტემების შეთავსებაზე).

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...