მთავარისიახლეებისაზოგადოება"ემპათია" მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

“ემპათია” მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

Published on

მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედის” კლინიკაში დღეს ორგანიზაცია,”ემპათიის” ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს.

“ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

“ჩვენი მონაცემებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება. ჩვენ შევისწავლეთ გარკვეული დოკუმენტაცია, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, შესაბამისად ძალიან ვჩქარობთ უკვე დასკვნით ეტაპზე გადასვლას. მარტის თვიდან მოყოლებული მას აღენიშნება ტემპერატურის მატება, ამჟამად ტემპერატურული რეაქცია არის უფრო მაღალი ვიდრე იყო…მოსალოდნელია კიდე უფრო დამძიმება, შესაბამისად, საუბარი იქნება დიაგნოზების მიხედვით, შესაძლო გადავადება გათავისუფლებაზე”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში ადვოკატებს საფუძველი ექნებათ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...