მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრასბურგი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სტრასბურგი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

Published on

3 წლიანი განხილვა ევროსასამართლოში დასრულდა – დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 3 ნოემბერს გამოცხადდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევებზე მიუთითებენ. სწორედ ამ დარღვევებზე მსჯელობდა სტრასბურგი სამი წლის განმავლობაში.

კერძოდ, დაცვის მხარეს პრეტენზიები აქვს- რამდენად სამართლიანად განიხილა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე და რამდენად სამართლიანად მოიპოვა პროკურატურამ მტკიცებულებები; ასევე – სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება საქმის გასაიდუმლოებასა და სასამართლო პროცესების დახურვაზე და დაირღვა თუ არა მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია, ვინაიდან სასამართლოს განაჩენამდე მამალაძის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა და შავი პიარი აგორდა, რომელშიც საპატრიარქოც აქტიურად იყო ჩართული. მამალაძეს გაუვრცელეს ფარული ჩანაწერებიც.

თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატიმარ მღვდელს სამართლიანი სასამართლოს უფლებაა წაართვა, ხელისუფლებას მისი ციხიდან გათავისუფლება მოუწევს.

გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსასამართლომ 3 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს. მან ამ წლების განმავლობაში ციხეში არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, რამაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა. ოჯახის ინფორმაციით, მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...