მთავარისიახლეებისაზოგადოებასაუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე - ჯანდიერი

საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე – ჯანდიერი

Published on

დეკანოზ მამალაძის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი, დავით ჯანდიერი ფეისბუქით ეხმაურება და წერს, რომ საქმე მოიგო და ევროსასამართლომ სამიდან ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:

“ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.
როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.
პირველი კომენტარს გავაკეთებ დაახლოებით 15:00-ზე, გლდანის N18 დაწესებულებაში შესვლისას, სადაც შევხვდები გიორგი მამალაძეს. რა თქმა უნდა გამოსვლის შემდეგაც და ყველა ეთერში მივალ. ეს წლები საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაკეთებდი კომენატრებს, ამას მოითხოვდა საქმის ინტერესები.
დიდი გამარჯვებაა! მადლობა ყველას
პ.ს. დარღვევა დადგინდა დახურული სასამართლო განხილვების გამო, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევია გამო. არ დადგინდა მტკიცებულებების მოპოვების და გამოყენების ნაწილში” წერს ჯანდიერი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში და მე – 2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგი საჩივარს 3 წლის განმავლობაში განიხილავდა. ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...