“სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკური პლატფორმებიდან თავდასხმა, კატეგორიულად მიუღებელია” – განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში, სახალხო დამცველობის კანდიდატმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.
სხდომაზე „ოცნება“ საკმაოდ კრიტიკული იყო ჩაჩავას მიმართ. მას წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენეს და მთელი რიგი კითხვები ჰქონდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
იმსახურებდა თუ არა კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსს? – ეს კითხვა მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა დაუსვა ქეთევან ჩაჩავას, რაზეც მან უპასუხა, რომ “დიახ, კი ბატონო, იმსახურებდა“.
ქართველი ხალხი იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ევროპული ფასეულობების დაფასებას და იმედი მაქვს, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება მალე იქნება”- თქვა ჩაჩავამ.
მისი თქმით, ევროინტეგრაციისთვის მეტის გაკეთება შეიძლებოდა თუნდაც ლობირებისა და აქტიურად ნების გამოხატვის ნაწილში.
ქეთევან ჩაჩავას ასევე გაახსენეს ის განცხადებები, რომლებიც მან აშშ-ს ელჩზე თავდასხმების დროს გააკეთა. მან ბულინგი უწოდა ელჩზე თავდასხმას. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა ჰკითხა მას, ფიქრობს თუ არა იმავეს ახლაც.
ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ, ის რაც ხდებოდა აშშ-ს ელჩზე მაშინ, ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.
გარდა ამისა, სხდომაზე დაისვა კითხვები, არის თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური, რაზეც ჩაჩავამ თქვა, რომ ამ შემთხვევაში, ბევრი კითხვა იყო არჩევნებთან მიმართებაში, თუმცა, პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის საკითხი. ვანო ჩხიკვაძის სტატუსები და სტატია გაახსენებს სახალხო დამცველის კანდიდატს.
ჩაჩავამ პირდაპირ თქვა, რომ სამოქალაქო სექტორზე პოლიტიკური პლატფორმებიდან თავდასხმა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.