მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსებმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 000-მდე ბავშვი გაიტაცეს

რუსებმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 000-მდე ბავშვი გაიტაცეს

Published on

უკრაინის “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის” ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 000-მდე ბავშვი გაიტაცეს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და უკან არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ არა მარტო ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ არასრულწლოვნებსაც.

​​​​”ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები”, – წერია ცენტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინა ამბობს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ვერ დაბრუნდება საკუთარ სახლებში, რადგან რუსებმა შემოიღეს “საომარი მდგომარეობ”. გარდა ამისა, უკრაინელი ბავშვები გადაჰყავთ რუსეთის შორეულ – ლენინგრადის, ვოლგოგრადის, ნოვოსიბირსკის, ტიუმენის რეგიონები.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...