კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას – ზელენსკი

0
213

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული შანტაჟი უშედეგოდ დასრულდა და მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას აგრძელებს. მისი თქმით, რული აგრესიის წარუმატებლობა ნათლად ჩანს კრემლისგან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაში.

“ალბათ დღეს გაიგეთ, რომ კრემლი ამბობს, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ცოტა ხნით უნდა ვიფიქროთ მათ განცხადებებზე. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსეთის ეგრეთ წოდებული “სპეციალური ოპერაციის” რვა თვის შემდეგ კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

ეს მართლაც გასაოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ მე და თქვენ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოკავშირეებთან ერთად დაამარცხებენ ტერორისტულ სახელმწიფოს და მთელი უკრაინა იქნება თავისუფალი.

წინა სტატიასტრასბურგი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაპური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 20.6%-ით გაძვირდა- საქსტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური