მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზ მამალაძეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

დეკანოზ მამალაძეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

Published on

მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. როგორც ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.

გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას.

თუმცა, როგორც სტრასბურგმა დაადგინა დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში.

სასამართლო ასევე წერს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგი საჩივარს 3 წლის განმავლობაში განიხილავდა. ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

შეგახსენებთ, სასულიერო პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი

"წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა" -...

დაკავეულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი...

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...