ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკური დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია.
“ვუერთდები შეშფოთებას ნიკა გვარამიას საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია”, – წერს ანა ფოტიგა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი დღეს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა – ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.