მთავარისიახლეებისაზოგადოებამიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით უნდა მიმართონ...

მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით უნდა მიმართონ – სამადაშვილი

Published on

“ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით უნდა მიმართონ

“იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება არ გახდეს სერიოზული დაბრკოლება ევროპული მომავლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტისგან იქნებოდა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მას ერთპიროვნულად შეუძლია გააკეთოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით და ეს იქნებოდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩემი იდეა არის, რომ კარგი იქნებოდა, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიშელის შეთანხმებას, მოითხოვონ შეხვედრა პრეზიდენტთან, რადგან ის იყო ამ შეთანხმების ნაწილი, ამ შეთანხმებაში იყო მნიშვნელოვანი პუნქტები რაც შეეხებოდა პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას და მედიის დევნის შეწყვეტას. ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ზეპირად და წერილობით, არამედ პირადი შეხვედრის გზითაც გვეთხოვა პრეზიდენტისთვის, მისთვის მინიჭებული საკონსტიტუციო უფლების გამოყენება ქვეყნის ინტერესების და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,”- განაცხადა სამადაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დღეს პატიმრობაში დატოვა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...