მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტის რეზოლუციას და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს - კობახიძე

ევროპარლამენტის რეზოლუციას და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს – კობახიძე

Published on

ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც 9 ივნისს მიიღეს, ირაკლი კობახიძე ისევ პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს და ამბობს, რომ “ჩალის ფასი” აქვს. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ, კობახიძე პასუხობს:

“ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და კონკრეტული ინტერესი აქვს, რაც ამ რეზოლუციის ინიცირების უკან იდგა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ რეზოლუცია ამ ნაწილში არ გაიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო. რეზოლუციაში საუბარია ნიკა გვარამიას შესახებ. ევროპარლამენტარები გმობენ “მთავარი არხის” დირექტორისთვის გამოტანილ განაჩენს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...