მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მასშტაბით მოსამართლეების გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება - კელი დეგნანი

საქართველოს მასშტაბით მოსამართლეების გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება – კელი დეგნანი

Published on

საქართველოს მასშტაბით მოსამართლეების გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მოსამართლეების მხარდაჭერას განაგრძობს, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებები მტკიცებულებზე დაყრდნობით მიიღონ.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ შევხვედროდი უამრავ მოსამართლეს საქართველოს მასშტაბით. ძალიან ბევრ მათგანს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გაცვლით პროგრამებში, სასწავლო ტრენინგებში. ასევე, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები ჩამოდიან საქართველოში და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება საუკეთეო პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით.

მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ასეთი შესაძლებლობები იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალიან ღირებული, როდესაც შეუძლიათ საკუთარი აზრები გაუზიარონ ამერიკელ მოსამართლეებს, მათგან მოისმინონ რა გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება გადალახვა. როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რაც მიმართულია სასამართლო სისტემის მოდერნიზებაზე… ჩვენ გავაგრძელებთ მოსამართლეთა მხარდაჭერას, რომ შეძლონ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დამყარებული იქნება მტკიცებულებებზე, – თქვა ელჩმა.

გაცვლითი პროგრამით ქართველი მოსამართლეების აშშ-ში გამგზავრება აქტუალური ამს შემდეგ გახდა, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსაამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ- საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...