მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა მოქალაქეობაზე უარი თქვა

Published on

რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა – ამის შესახებ ბიზნესმენმა ინსტაგრამზე დაწერა და გამოაქვეყნა 26 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლას.

მისი განმარტებით, არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“. ოლეგ ტინკოვი იმედოვნებს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, იმუშაოს ფაშიზმზე და ისინიც უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეობაზე.

“მე არ შემიძლია და არც ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი თავის მშვიდობიან მეზობელთან“,- თქვა ბიზნესმენმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა, ნიკოლაი სტორონსკიმ. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა იური მილნერმა, ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა მიიღეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...