მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი: ჩვენ არ ვტოვებთ მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულებას, უბრალოდ ვაჩერებთ მას

პუტინი: ჩვენ არ ვტოვებთ მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულებას, უბრალოდ ვაჩერებთ მას

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ წყვეტს მონაწილეობას შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში, არამედ აჩერებს მას.

პუტინმა ეს განცხადებაა გააკეთე მას შემდეგ, რაც მისი თქმით, ყირიმში უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის ფლოტს დაესხა თავს.

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ მას.” – განაცხადა პუტინმა სატელევიზიო პრესკონფერენციაზე.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იგივე დერეფნები გაიარეს, რომლებსაც მარცვლეულის გემები იყენებდნენ.

“და ამით მათ შექმნეს საფრთხე როგორც გემებისთვის, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოება, ასევე სამოქალაქო გემებისთვის.” – თქვა მან.

კიევს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ორშაბათს,მარცვლეულის შეთანხმების სხვა მონაწილეებმა მარცვლეულის ექსპორტი განაგრძეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ ეს სარისკო იყო.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.

უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს. რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო.

თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში. რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა.

***

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და “სამხრეთის” პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.

14 ოქტომბერს გაეროში რუსეთის ელჩმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა გაეროს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ საჩივრების წერილით მიმართა. ელჩის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას მომდევნო თვეში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეთანხმებამ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო, უკრაინას შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუძლებელი გახდა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე.

Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ ეს პირობა არ სრულდება და მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის საჩივრების სიაა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...