პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის.
როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებზე, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია.
კერძოდ, პაკეტში შედის:
დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის;
500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი;
1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4);
125 Army Humvee-ის სატვირთო;
ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.