მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

პენტაგონი უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

Published on

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის.

როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებზე, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია.

კერძოდ, პაკეტში შედის:

დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის;
500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი;
1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4);
125 Army Humvee-ის სატვირთო;
ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

სიახლეები

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...