მთავარისიახლეებისაზოგადოება"დეოლიგარქიზაცია კეზერაშვილს და ყოფილ ბანკირებს უნდა შეეხოს" - წულუკიანი

“დეოლიგარქიზაცია კეზერაშვილს და ყოფილ ბანკირებს უნდა შეეხოს” – წულუკიანი

Published on

თეა წულუკიანმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კამპანიას ცირკი უწოდა. მან ასევე, სახელმწიფო მტრებად ოპოზიციის ლიდერებიც მოიხსენია.

წულუკიანმა წინასწარ დაანონსა, რომ ოლიგაქრთა რეესტრში პირველი დავით კეზერაშვილი მოხვდება. ასევე, ივარაუდა, რომ “ქართული ოცნება” ოლიგარქებად მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც გამოაცხადებს, თუმცა პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებული არცერთ შემთხვევაში არ იქნება.

დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და უკვე სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში. ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, იმიტომ, რომ ერთობიან ისინი და სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ. მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, მათ უნდოდათ, რეალურად, დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია. ეს უნდოდათ და როცა აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება, მაგალითად, კეზერაშვილს, რომლემაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ ის, დიახ, ოლიგარქია. შეიძლება სხვებსაც შეეხოს, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან, ეს უკვე აღარ მოსწონთ. თუ ვინმე არის ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი, – განაცხადა წულუკიანმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...