ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, დეპუტატებმა ექვსი თვის მუშაობის ანგარიში მოსახლეობას წარუდგინეს. ამომრჩეველთან შეხვედრა და ანგარიშის წარდგენა სიმბოლურად ანაკლის ბულვარში მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, დაპაუზებული ანაკლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისადმი “ქართული ოცნების” დამოკიდებულებას ასახავს. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული, გაჩერებულია.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, გაასაჯაროონ მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ აიპებში გაბერილი შტატების რაოდენობა. ოპოზიციის განმარტებით, მმართველ პარტიას დასაქმებული ჰყავს “ქართული ოცნების” კორდინატორები, შტაბის წევრები და აქტივისტები, რომლებიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდებიან.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ, შპს ანაკლია – განმუხური რესორტის საქმიანობაა. მათი განმარტებით, ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი არის გამოყოფილი ანაკლია – განმუხურის მოვლა პატრონობისთვის, თუმცაღა თანხები მიზნობრივად არ ხმარდება ანაკლია განმუხურს.