მთავარისიახლეებისაზოგადოება2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან ხელფასს მენეჯერები იღებდნენ - საქსტატი

2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან ხელფასს მენეჯერები იღებდნენ – საქსტატი

Published on

საქსტატის განახლებული ინფორმაცია – 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა (2 414.7 ლარი).

ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი).

2021 წლის საშუალო თვიური ხელფასი შესაბამისი პოზიციების მიხედვით:

მენეჯერები – 2 414.7 ლარი;
სპეციალისტი-პროფესიონალები – 1 337.7 ლარი;
ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები – 1193.7 ლარი;
ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები – 1 178.6 ლარი;
ოფისის დამხმარე პერსონალი – 1 144.6 ლარი;
დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები – 1 112.1 ლარი;
მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები – 911.6 ლარი;
სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური მუშაკები – 791.5 ლარი;
არაკვალიფიციური მუშაკები – 674.1 ლარი.
ამასთან, ირკვევა, რომ კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...