მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროისთვის – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

სამწუხაროდ, ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებში, საარტილერიო იერიშის დროს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გ.გ. დაიღუპა.

გრძელდება უკრაინის არმიის წარმატებული იერიშები სამხრეთის მიმართულებით. როგორც სამხრეთის ფრონტის გაერთიანებული სარდლობა იტყობინება, დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელთა იერიშების შედეგად, სამხრეთის ფრონტზე, განადგურებული და ლიკვიდირებულია:

❌ 57 ოკუპანტი,

❌ თვითმავალი საარტილერიო-ნაღმმტყორცნი სისტემა “Нона”,

❌ თვითმავალი ჰაუბიცები “Акация” და “Мста-С”,

❌ ჰაუბიცები “Д-20” და “Мста-Б”,

❌ საზენიტო სარაკეტო ქვემეხები “Тунгуска” და “Панцирь-С1”,

❌ ტანკი,

❌ 7 ერთეული ჯავშანმანქანა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ლიკვიდირებულია მორიგი ოსი ბოევიკი თემირბოლატ ძულიევი;

 რუსული მედიის ცნობით, ანტონოვის ხიდის მიმართულებით უკრაინელებმა “ჰაიმარსის” თორმეტი რაკეტა გაუშვეს, აქედან სამი მიზანს მოხვდა, თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები უფრო მეტ მიზანში მოხვედრას იუწყებიან.

რუსულმა მხარემ მოსახლეობის ევაკუაცია ახლა უკვე ნოვა კახოვკიდან დაიწყო. შეგახსენებთ, ჰესი სწორედ ნოვა კახოვკაში მდებარეობს.

„რუსეთის ფედერაცია ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, FATEH-110-ებსა და ZOLFAGHAR-ებს უკრაინის წინააღმდეგ უკვე ნოემბრის თვიდან გამოიყენებს“ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.

მისი თქმით, საფრთხე სერიოზულია, რადგან ზემოხსენებული 300 და 700კმ-ზე მფრენი ირანული ბალისტიკური რაკეტების სიზუსტე გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე რუსული ISKANDER-M -ის რაკეტებისა.

Fateh-110-ის მიზნიდან გადახრა 3, ხოლო Zolfagfar-ისა კი 5 მეტრია.

რუსულმა მხარემ უკრაინის სპეცსამსახურების “დაგეგმილ და განხორციელებულ ტერაქტად” მოიხსენია სევასტოპოლის ბუხტაზე მიტანილი იერიშები და განაცხადა, რომ ამ ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდა. დიდ ბრიტანეთს აბრალებს რუსეთი ასდევე “ჩრდილოეთ ნაკადის” აფეთქებასაც. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ “სევასტოპოლში ტერაქტების სერიის გამო” წყვეტს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან ტვირთების (ძირითადად, ხორბლის) უსაფრთხოდ გატანის ოპერაციაში და რომ “პასუხი იქნება ადეკვატური.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....