მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა შესაძლოა სულ მალე დასჭირდეს - ზელენსკი

რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა შესაძლოა სულ მალე დასჭირდეს – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა შესაძლოა სულ მალე დასჭირდეს.

რამდენიმე შეხვედრა გავმართე სამხედროებთან – ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ჩვენს აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მათი მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ…

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებული ადამიანების გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, იმდენად დაუნდობლად ექცევიან ბრძანების გამცემები, რომ ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ რუსეთს შეიძლება, მალე დასჭირდეს ომში ხალხის ახალი ტალღის გაგზავნა.

ჩვენ ვემზადებით ამისთვის – ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ეძებს ნებისმიერ ახალ შესაძლებლობებს ომის გასაგრძელებლად. განსაკუთრებით ირანში მისი თანამზრახველების წყალობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი სხვა თავდაცვის შესაძლებლობები. დიდება ყველას, ვინც გვეხმარება თავისუფლებისთვის ბრძოლაში! უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში აუცილებლად დავაბრუნებთ!, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....