მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის სრული მასალები და ვიდეოჩანაწერები დაზარალებულებს არ...

ზუგდიდში, “მთავარი არხის” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის სრული მასალები და ვიდეოჩანაწერები დაზარალებულებს არ გადაეცათ

Published on

2022 წლის 17 მარტს, “მთავარის” გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს ქუთაისი საქალაქო სასამართლო იხილავს.

საქმეზე გამოძიება დასრულებულია თუმცა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან დაცვის მხარეს ამ დრომდე მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტისა და ოპერატორის დაკითხვის ოქმები გადაეცა. საქმის სხვა მასალები, ასევე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც საქმეს მტკიცებულებად ერთვის, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაზარალებულმა მხარემ ვერ მიიღო.

სამაგიეროდ, მტკიცებულებათა ერთობლიობა ვიდეოჩანაწერებიანად, ბრალდებულებს გადაეცა.

მიზეზი, რის გამოც დაზარალებულებს არ აძლევენ საქმის მასალებს სრულად, სავარაუდოდ ისაა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თავდასხმის დროს
ალტინფოელებთან ერთად გადაადგილდებოდნენ. ასევე, ვიდეოში ასახულია ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი, რომელშიც 15-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა მხოლოდ ორია ბრალდებული.

ცნობისთვის, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს “ალტ-ინფოს” ოფისთან, ზუგდიდში, 2022 წლის 17 მარტს გვიან ღამით დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...