მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა "ალფონსო" მოკლეს, ZSU სვატოვო-კრემენნაიას გზატკეცილს აკონტროლებს

უკრაინელებმა “ალფონსო” მოკლეს, ZSU სვატოვო-კრემენნაიას გზატკეცილს აკონტროლებს

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურობას აგრძელებენ სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებით, სადაც, შესაძლოა, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ რუსი ოკუპანტები მორიგ “კატიოლში” აღმოჩნდნენ. 

ამასთან, როგორც ჩანს, ამ მონაკვეთში კიდევ რამდენიმე დასახლებაა გათავისუფლებული, თუმცა, არმიის გენშტაბის ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. 

სწორედ ესაა მიზეზი, რომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გათავისუფლებული დასახლებები არ დაასახელა, მაგრამ განაცხადა, რომ სვატოვო-კრემენნაიას გზატკეცილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებაზე ბრძოლაში, უკრაინელები აკონტროლებენ:

“ჯერჯერობით არ დავასახელებთ კონკრეტულ დასახლებებს, უმჯობესია, ეს გენშტაბმა გააკეთოს, მაგრამ შეიძლება იქვას, რომ სვატოვო-კრემენნაიას გზატკეცილს, პრაქტიკულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს”, – თქვა მან.

პროპაგანდისტული “Россия сегодня”-ს ყირიმის ოფისის ხელმძღვანელი სვეტლანა ბაბაევა ყირიმში, სასწავლო სროლის დროს, პოლიგონზე დაიღუპა.

ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს და წერს, რომ ის “უბედურ შემთხვევას” ემსხვერპლა.

ამას გარდა, ცნობილი კოლუმბიელი მოხალისე ბოევიკი, საძახისით “ალფონსო” რომელიც დონბასში რუსეთის მხარეს იბრძოდა, ლიკვიდირებულია სოფელ პესკისთან.

კიდევ ერთი ლიკვიდირებული რუსი სერჟანტი პერმიდანაა – საარტილერიო ბატარეის ოფიცერი ევგენი ევტუშენკო. 

ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა მებრძოლებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო აღჭურვილობა-საბრძოლო მასალა( Pk-M-ის ტიპის ტყვიამფრქვევები , ak-74-ის ტიპის მოიერიშე შაშხანები, ყუმბარები, ვაზნები და ა.შ) მიითვისეს და 3 ოკუპანტი დაატყვევეს.

გამოქვეყნდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი აშშ-ს $275 მილიონ დოლარიანი მორიგი სამხედრო დახმარების დეტალები- აღნიშნული თანხების ფარგლებში უკრაინას გადაეცემა:

🔺 M-142 Himars/Mlrs M-270 -ის უმართავი ( M-26) და მართვადი ( Gmlrs-ის Gps-ით მართვადი M-30/31-ები) რაკეტები

🔺 500 ერთეული ზუსტი დამიზნების 155მმ-იანი , Gps-ით მართვადი M982 Excalibur-ის ტიპის საარტილერიო ჭურვი

🔺ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით აღჭურვილი Raams-ის ტიპის საარტილერიო ჭურვები

🔺Humvee-ს ტიპის 125 ერთეული ჯავშანმანქანა

🔺ცეცხლსასროლი იარაღები და მათი საბრძოლო მასალა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...