მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირდაპირი ფრენები იქნება კიდევ უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის...

პირდაპირი ფრენები იქნება კიდევ უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის – დეგნანი

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ არ იცის რა ეტაპზეა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები. დიპლომატის თქმით, პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნის კიდვ უფრო დასაახლოებლად:

“ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა… ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო”, – ამბობს დეგნანი.

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე საუბარი 2021 წელს დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...