მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას არ გეგმავს

ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას არ გეგმავს

Published on

ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის საერთო კოორდინაციაზე თანხმდებიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ყველა პროდასავლური პარტიის ფორმალურ გაერთიანებას საზოგადოება კვლავ ვერ იხილავს.

,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ყოფნა წამგებიანია – აცხადებს ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. მისი განმარტებით, დაუშვებელია ,,ენმ”-ს ერთპარტიულად ხელისუფლებაში დაბრუნება.

,,ნაციონალური მოძრაობის” ერთპარტიულად ხელისუფლებაში დაბრუნება არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ენმ”-სთან რაიმე ერთობლივ ფორმატში ამომრჩევლისთვის შეთავაზების გაკეთება არის შეცდომა. შესაბამისად, ამას ჩვენ არ ვაპირებთ.

,,ლელო” აპირებს, გაზარდოს საკუთარი პარტიული მხარდაჭერა, ამომრჩეველი კი თავად განსაზღვრავს, მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვის რა წილი ექნება – ამბობს სალომე სამადაშვილი.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ,,ნაცმოძრაობას” კი მიაჩნია, რომ გაერთიანებაზე ფიქრი ჯერ ისევ ნაადრევია. ივანიშვილის დასამარცხებლად შორს მიმავალი საერთო სტრატეგია და გაერთიანებისთვის საზოგადოების დაკვეთა ჯერ კიდევ არ არსებობს.

საერთო სიის, ან ტექნიკური იდეა შერწყმის ჩვენს პარტიაში არ განიხილება. უფრო მეტსაც ვიტყვი, ჩვენი მიზანი და სურვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის”, არის ის, რომ სხვა პატარა პარტიებმა გაცილებით უფრო მეტი იმუშავონ და მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ.

კოორდინაცია, ერთიანობა, ერთიანი იდეა, პროტესტზე ერთიანი გამოსვლა, არჩევნების მოპოვება- ჩვენ ეს მართებულად მიგვაჩნია, სხვა ფორმალიზებულ საკითხზე ჯერ საუბარი არ ყოფილა – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, კი ფიქრობს, რომ ასეთი უმოქმედობა ოპოზიციას გამარჯვებას ვერ მოუტანს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...