მთავარისიახლეებისაზოგადოებაკრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა

კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა

Published on

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, სასტუმრო “ლუქსში” მომხდარი აფეთქების შემდეგ ობიექტი დალუქეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, პერსონალი ამ დროისთვის სასტუმროში არ იმყოფება.

არსებული ცნობით, პირმა ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული “ღუდუშაურის” კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს.

“პაციენტი შემოყვანილია წუხელ, ღამის 2 საათზე, აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულ-მკერდზე, თავზე. მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანის დროს კომაში იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...