მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

Published on

პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერმა ის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც ასახულია, როგორ იღებს უნებართვოდ ,,ტვ იმედის” ჯგუფი მას სახლში.

გიორგი გახარია სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სახლში ,,უნებართვოდ დადგომის” ნაცვლად ეთერში მოიწვიონ.

TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა – წერს გიორგი გახარია.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...