ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართულებით განვითარებას ძალიან ახლოდან აკვირდებიან. მას ჟურნალისტებმა მურუსიძე-გვირტიშვილის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებასა და მათ განცხადებებე ჰკითხეს.
“ჩვენ, როგორც ევროკავშირი ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი”,- თქვა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრად არჩევის შემდეგ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ სასამართლო თავდაცვითი რეჟიმიდან გადადის თავდასხმით რეჟიმზე.