მთავარისიახლეებისაზოგადოებამართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით - ჰერჩინსკი

მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით – ჰერჩინსკი

Published on

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სასამართლოს მიმართულებით განვითარებას ძალიან ახლოდან აკვირდებიან. მას ჟურნალისტებმა მურუსიძე-გვირტიშვილის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებასა და მათ განცხადებებე ჰკითხეს.

“ჩვენ, როგორც ევროკავშირი ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი”,- თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრად არჩევის შემდეგ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ სასამართლო თავდაცვითი რეჟიმიდან გადადის თავდასხმით რეჟიმზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...