მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არის სიგნალი შტატებიდან ივანიშვილისთვის, რომ ის, შესაძლოა, ძალიან მალე დასანქცირდეს -...

ეს არის სიგნალი შტატებიდან ივანიშვილისთვის, რომ ის, შესაძლოა, ძალიან მალე დასანქცირდეს – ხაბეიშვილი

Published on

პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება ქვეყნაში პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.

„ენმ“-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, ეს არის სიგნალი შტატებიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის, შესაძლოა, ძალიან მალე დასანქცირდეს.

ხაბეიშვილის ივანიშვილს ურჩევს, რომ „ზამბარაზე ჩამოკიდებას მოეშვას“ და ოპოზიციონერის თქმით, რაც უფრო მეტად გაწელვას ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო „მძიმედ მოხვდება ცხვირში“.

პლოხოტნიუკის განმარტებას თუ წაიკითხავთ, რატომ დაასანქცირეს, გეგონებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებას კითხულობთ. აბსოლუტურად ერთი-ერთში ემთხვევა რუსეთის ინტერესების გამტარებელლი, რომ სასამართლოზე ახდენდა ზეწოლას რომ კორუფციაში იყო ჩაფლული. ეს არის დამატებითი სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ძალიან ახლოს არის დასანქცირებასთან, ისევე როგორც, უკვე მოხდა მისი ოჯახის წევრების სანქცირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინმე გონიერმა ადამიანმა ურჩიოს, რომ უბრალოდ მოეშვას ზამბარაზე ჩაჭიდებას, იმიტომ რომ რაც უფრო ღრმად და გრძლად გაწელავს ამ ზამბარას, კიდევ უფრო მძიმედ მოხვდება ცხვირში რუს ოლიგარქს”. – ამბობს ხაბეიშვილი.

შეერთებულმა შტატებმა მოლდოველ ოლიგარქს, ვლადიმერ პლოხოტნიუკის, რომელიც ქვეყნას არაფორმალურად მართავდა და ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაძირა, ანაგირიშები გაუყინა, დაუყადაღა ქონება და აქტივები.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...