დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აუზში ყველაფერი ნორმაშია. მისი განცხადებით, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში.
მერი მედიას “თემით მანიპულირებასა და სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს”. მისი თქმით, ვიდეო ზაფხულის პერიოდშია გადაღებული და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება.
სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვების თემით მანიპულირებს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ იმედს სადაც გადაღებული ვიდეო მასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე”, – თქვა კალაძემ.