მთავარისიახლეებისაზოგადოებაალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ, რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო -...

ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ, რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო – პაატა ზაქარეიშვილი

Published on

ეს სკანდალი – “ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?” ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც ზურაბიშვილი ალიევისაგან მოისმენდა და იტყოდა – აშკარად ჩანს, რომ არ უნდოდათ, პრეზიდენტს გაეგო, რაზე იქნებოდა საუბარი, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს შეგნებულად არ შეატყობინეს და იგნორი გაუკეთეს.

კითხვაზე, თუ რატომ არ უნდოდათ ზურაბიშვილი ალიევს შეხვედროდა, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტი საუბრის თემების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდა.

“იტყოდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი უფრო პატრიოტია და უფრო წუხს საქართველოზე, ვიდრე მთავრობა. აწუხებს, რაც ქვეყანაში ხდება. პასუხისმგებლიანი ადამიანია – პრეზიდენტია ბოლო-ბოლო. აშკარად რაღაც ხდება ისეთი, რის გამოც მერე მასაც მოვთხოვთ პასუხს, შეიძლება არასამართლებრივს, მაგრამ პოლიტიკურს, ამიტომ არ ჩააყენეს საქმის კურსში. ეს სკანდალი – “ვინაა პრეზიდენტი, ვინ ჰკითხავს მას?” ერჩივნათ იმ სკანდალს, რასაც იტყოდა, რასაც ალიევისაგან მოისმენდა. დააკნინეს სახელმწიფო, ” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ ზურაბიშვილი ალიევს არ შეახვედრეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა.

“ფორმალურად, სულ ცოტა 15 წუთი მაინც უნდა შეხვედროდა ზურაბიშვილი პრეზიდენტ ალიევს. პრეზიდენტი პრეზიდენტს ხვდება. ის, რომ არ შეახვედრეს, ეს ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ მან არ იცოდა,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ქცევაა და ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ალიევმა რაღაც მესიჯები ჩამოიტანა, რაც არ უნდოდათ რომ ზედმეტ ადამიანს გაეგო.

„აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი ხვდება, რომ ეს ქვეყანა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რის გამოც მიდის ევროპაში. ასე სახელმწიფო არ იმართება, ეს სახელმწიფო არაა. ანუ არასწორი, არაადეკვატური ქცევაა,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, “სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა” და სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...