მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიცია საკრებულოში რიგგარეშე სხდომას ითხოვს

ოპოზიცია საკრებულოში რიგგარეშე სხდომას ითხოვს

Published on

ოპოზიცია რიგგარეშე საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ხუთი პარტიის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვები აქვთ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ისინი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს 11:00 საათზე იბარებენ.

“სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისთვის რომ კითხვებს გაექცეს კანონს არღვევს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე, კითხვები დავსვათ უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა, 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 11:00 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება იმ კითხვებს რომელიც არსებობს”, – თქვა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე სწორედ ახლადრეაბილიტირებული და წინა დღეს გახსნილი ვაკის პარკის შადრევანმა იმსხვერპლა. ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. ექიმებმა მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკავებულია 9 პირი.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...