მთავარისიახლეებისაზოგადოებამოწამლეს თუ არა მიხეილ სააკშვილი - ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკშვილი – ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება

Published on

მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკშვილი – ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება. დოკუმენტს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აშშ-დან მიიღებენ.

ირკვევა, რომ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით ეჭვი “ვივამედის” ექიმებსაც ჰქონდათ, რადგან უცხოელ მედკიკოსებამდე სააკაშვილსითვის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება სწორედ მათ მოითხოვეს, თუმცა საბოლოოდ, კველვა არ ჩატარდა.გამორიცხული არ არის, უცხოელი ექსპერტების ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნამ ექსპრეზიდენტის საქმე თავდაყირა დაყენოს.

ველოდებით კიდევ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამერიკაში დაწყებულია და აი, ყოველდღე ველოდებით მის პასუხს. ფაქტია ერთი, რომ ტოქსიკოლიგიური დაინიშნა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე რეკომენდაცია „ვივა-მედის“ ერთ-ერთი ექიმისგან გაიცა 25 მაისს, ტუმცა ამ ტიპის შემოწმება მას მთელი ამ წლის განმავლობაში არ ჩატარებია. ცაიკარგა შემდგომ საქმის მასალებში. მას შემდეგ, რაც მე ცავერთე, ეს წამოწეული იყო ეს მასალები და დაუვუკავშრდაით, რა თქმა უნდა, იმ ექიმსაც და იმ ექიმმა კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია მას ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩაუტარდეს და ეს კვლევები ჩაუტარდა. ბევრი ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება გამომდინარეობდეს აქედან. რაიმე მედიკამენტით არასწორად მკურნალობით, ვთქვათ და ა.შ., – განაცხად შალვა ხაჭაპურიძემ.

კლინიკა “ვივა-მედის” დირექტორი კი ირწმუნება, რომ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მათი კლინიკის ექიმებს ეჭვი არ გასჩენიათ.

ჩვენგან არ გაჩენილა მსგავსი ეჭვი. არც იყო კლინიკური მიმდინარეობა და სიმპტომატიკა დამხასიათებელი რაიმე ინტოქსიკაციისთვის. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი მოთხოვნა. მაინც შეიძლება ჩატარდა კვლევა. ჩვენ როდესაც გვყავს პაციენტი. ვიტამინოზზე.. ძალიან სპეციფიკური საკითხია ვიტამინოზთერაპიაზე შეიძლება გადავამოწმეთ ვიტამინების შემცველობა სისხლში. ამას გულისხმობს. ვერ ერკვევა ადმაიანი მედიცინაში და აკეთებს სრულაიდ გაუმართლებელ დაკსვნებს, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

გავლენიანმა ექიმებმა, რომლებმამც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს, საკუთარი მოსაზრება უკვე დაწერეს და აშშ-დან გადმოაგზავნეს. ახლა ორგანიზაცია “ემპათია” ერთიან დასკვნას ამზადებს.

არსებული ინფომაციით, ორშაბათს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...