„მომავალი კართან მოგვადგა, მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. პირდაპირი მნიშვნელობითაც კი რამდენიმე ნაბიჯია სულ,. არ დაყაროთ ფარ-ხმალი” – ამ სიტყვებით მიმართა “მთავარი არხის” დამფუძნებელმა საზოგადოებას.
ნიკა გვარამია საზოგადოებას მოუწოდებს, “თავისი სიტყვა თქვას”.
მისივე განცხადებით, “საზოგადოება არ შედგება მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ჩვენი სამოქალაქო სექტორი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რაც მინახავს”.
გვარამიას შეფასებითვე, “პოლიტიკური ელიტის სტიგმატიზაცია, როგორც ძალის არმქონის უსამართლოა”.
ნუ ვეძებთ განტევების ვაცს. ეს არის ჩვენი უმოძრაობის გამართლება. უნდა გავინძრეთ თითოეული… ჩვენი წარუმატებლობა ჩვენი ბრალია და, როგორც კი მოვინდომებთ, ეს მაშინვე შეწყდება”- თქვა მან.