მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

0
324

მეტროში დაშავებული 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

“ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილ იქნა 14 წლის პაციენტი. შემოსვლისას, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა”, – ამბობს გადაუდებელი დახმარების პედიატრი, თათია სხირტლაძე.

გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

მგზავრის ლიანდაგებიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, ამიტომ პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

წინა სტატია“სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსს” – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაგუშინ ხელისუფლებამ ღიად თქვა უარი EU-ს რეკომენდაციების შესრულებაზე – მელია მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური