იმედი მაქვს, გამოვალ, მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი – ნიკა გვარამია

0
192

“მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს – მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის”- ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატომ ვარ აქ? – ეს ჩემი შეგნებული არჩევანია. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან-ხოლმე ჩემს სანახავად, როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ.

არ მეგონა, თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი. მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, როგორ უნდა იყოს სხვანაირად, მე ვერ წარმომიდგენია.

მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია. ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა”- აღნიშნა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ბრძოლა გრძელდება:

ნიკა გვარამიამ განსასჯელის სკამიდან საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “მისი ბედი მხოლოდ აქ არ წყდება”:

„იმედი მაქვს, გამოვალ, იმიტომ, რომ მხოლოდ აქ არ წყდება ჩემი ბედი, არც მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლო და არც მხოლოდ იმათ ტვინებში, ვინც აქ ყოველ დღე მისჯის და შესაძლოა იმაზე მეტს, ვიდრე ეს ჩხიკვაძემ გააკეთა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი აღარ არის საბედნიეროდ.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მომავალი მოვიდა, კართან მოგვადგა და უნდა მივიდეთ კარამდე და გავაღოთ. არ დაყაროთ ფარ-ხმალი და არ ჩამოყაროთ ხელები.”, – აღნიშნა მედიამენეჯერმა.

წინა სტატიაბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი იქნება
შემდეგი სტატია„მომავალი კართან მოგვადგა, მივიდეთ კარამდე და გავაღოთ”- გვარამია საზოგადოებას მიმართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური