მთავარისიახლეებიმსოფლიოცაჰალმა სირიაში ირანული დრონების ამწყობი ქარხანა გაანადგურა

ცაჰალმა სირიაში ირანული დრონების ამწყობი ქარხანა გაანადგურა

Published on

სირიაში განადგურებულია ირანული დრონების ამწყობი ქარხანა, ობიექტზე დარტყმა კი მიეწერება ისრაელის თავდაცვის ძალებს, ცაჰალს, – ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთი გამოცემა წერს.
ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიული ცენტრის (SOHR) ინფორმაციით, განადგურებულ ობიექტზე დამონტაჟებული იყო მოწყობილობა, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად გამოიყენებოდა. ერთ-ერთი ვერსიით,  უპილოტოები ირანში იწარმოება, შემდეგ კი, დაშლილ მდგომარეობაში, საიდუმლოდ გადააქვთ სირიაში, სადაც  მათ საბოლოოდ აწყობენ. 
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იერიშები ცაჰალის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შაბათს, 22 ოქტომბერს მიიტანეს.  SOHR აღნიშნავს, რომ ირანული საწარმოს სამხედრო დანადგარები სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიმასის სამხედრო აეროდრომთან იყო განთავსებული. 

ამას გარდა, რაკეტებით მწყობრიდანაა გამოყვანილი აეროდრომის სარადარო სისტემა და ასაფრენი ბილიკი.  დაშავებულთან ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს რუსეთი ირანულ დრონებს: “Shahed-136”, “Shahed-13” და “Mohajer-6” იყენებს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...