მიშა კაპლანი, ალეკო მარტიაშვილი… – უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

0
522

უკრაინაში, ლუგანსკის მიმართულებაზე კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 47 წლის მიშა კაპლანი (ყაფლანიშვილი) და 24 წლის ალექსანდრე (ალეკო) მარტიაშვილი გმირულად დაეცნენ, როცა უკრაინელეთა შეტევის შეჩერებას ოკუპანტები საარტილერიო ცეცხლით ცდილობდნენ.

მიშა კაპლანი დაზღვევითი წინსვლის დროს, ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა, მას ნამსხვრევი ყელში მოხვდა.

მიშა კაპლანი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებამდე გერმანიაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, რომელსაც გერმანიაში ემიგრანტები მართავდნენ,ასევე აქტიურად მონაწილეობდა ანტიოკუპაციურ გამოსვლებში საქართველოში.

მიშა კაპლანი ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” აქტიური წევრი იყო, მონაწილეობდა პატრულირებაში საოკუპაციო ზოლთან მდებარე შიდა ქართლის სოფლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღო 19-20 ივნისის საპროტესტო აქციებში, ასევე, თბილისისდან ვლადიმირ პოზნერისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში, ბოლო წლებში კი გერმანიაში ყველა თავისი აქტივობა დახურა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მიშა კაპლანი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იბრძვის და განსაკუთრებით რთულ მიმართულებებზე ასრულებდა საბრძოლო დავალებებს.

მიშა კაპლანის გმირულად დაცემის შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, მიშას მეგობარმა, ვანო ნადირაძემ. მან პირობა დადო, რომ შურს აუცილებლად იძიებს.

24 წლის ალეკო მარტიაშვილი ხერსონის მიმართულებით მონაწილეობდა უკრაინელთა შეტევებში და მათთან ერთად ათეულობით დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

საერთო ჯამში, მაიდნის ღირსების რევოლუციიდან დღემდე, უკრაინაში სულ 36 ქართველი დაიღუპა, აქედან ორი – დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია, რომლებიც “ზეციურ ასეულში” (მაიდნის რევოლუციის დროს მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები) არიან შესული, მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ.

დანარჩენი 34 ქართველი სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მიმართულებაზე ბრძოლისას დაეცნენ. 2014-2022 წლებში 12, 2022 წლის მარტიდან დღემდე კი 22 მებრძოლია დაღუპული.

🇬🇪🇺🇦 უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების სია, 2014-2022.

▪️ 2014 წელს, “ღირსების რევოლუციის” დროს, მაიდანზე დაიღუპნენ:

🎗 დავით ყიფიანი,
🎗 ზურაბ ხურცია.

▪️2014-2021 წ/წ. 12 მებრძოლი დაიღუპა:

🎗 ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12. 14, ლუგანსკი,
🎗 თამაზ სუხიაშვილი, 17.01.15, დონეცკის აეროპორტი,
🎗 გიორგი ჯანელიძე, 18.04.15 შიროკინო, მარიუპოლი,
🎗 კოსტანტინე ლაშხია, 01.07.15 მარიუპოლი,
🎗 გიორგი ბარათელი, 08.08.15 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი,
🎗 ირაკლი ქუთელია, 09.12.15 ოპიტნოე, დონეცკი,
🎗რეზო წიკლაური, 29.04.16 ავდეევკა, დონეცკი,
🎗დავით გამსახურდია 08.10.16 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი
🎗დავით სიხარულიძე 11.05.17, ნოვოლუგანსკი,
🎗გიორგი სარალიძე, 31.10.17 დონეცკის აეროპორტი
🎗 გიორგი ხვიჩია, 2016, დონეცკის ოლქი
🎗დავით შარტავა 18.04.21 შიროკინო, მარიუპოლი.

▪️ 2022 წელი, მარტი-ოქტომბერი:

🎗 დავით რატიანი – ირპენი
🎗გია ბერიაშვილი – ირპენი
🎗ბახვა ჩიქობავა – მარიუპოლი
🎗დავით გობეჯიშვილი – ირპენი
🎗დავით მენაბდიშვილი – ხარკოვი
🎗ნიკოლოზ შანავა – ხარკოვი
🎗არკადი კასრაძე – ლუგანსკი
🎗ალიკა ცაავა – ლუგანსკი
🎗ზაზა ბიწაძე – ლუგანსკი
🎗ვიტალი ორბელაძე – იზიუმი
🎗ტელმან (ტატო) ბიგვავა – მარიუპოლი
🎗რატი შურღაია – იზიუმი
🎗 გიორგი გრიგოლია – ბახმუტი
🎗დანიელ გერლიანი – ზაპოროჟიე
🎗ალუდა ზვიადაური – სევეროდონეცკი
🎗კახა გოგოლი – ლუგანსკი
🎗ბერდია ჯოხაძე – ხერსონი,ნიკოლაევი
🎗გელა გოგია – დონეცკი
🎗კირილ შანავა – ლუგანსკი
🎗ედიშერ კვარაცხელია – ბახმუტი
🎗 მიშა კაპლანი (ყაფლანიშვილი) – ლუგანსკი
🎗ალექსანდრე (ალეკო) მარტიაშვილი – ხერსონი.

წინა სტატიაგერმანიამ უკრაინას მრავალფუნქციური საჰაერო რადარი გადასცა
შემდეგი სტატიასასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური