მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ირანული თვითმფრინავებისა და რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

SBU-ს გამომძიებლებმა უნდა გამოავლინონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციისთვის ირანული დრონების „შაჰედ-136-ისა“ და „მოჰაჯერ-6-ის“ , ასევე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების „ფათეჰ-110-ისა“ და „ ზოლფაგარის“ მიწოდებაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, არსებობს ყველა საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ირანის მთავრობა და თავდაცვის-სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

“გამოძიების მიზანია დასახელებული პირების, ამ იარაღის გადაზიდვის მეთოდისა და მარშრუტების დასახელება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.

ვინც ეხმარება რუსეთს მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში, პასუხიც უნდა აგოს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე. არ შეიძლება შეგნებულად მიყიდო მანიაკს ბასრი დანა და მერე გაგიკვირდეს, რომ ის ხალხს კლავს.” განაცხადა SBU-ს ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იმის მიუხედავად რომ რუსეთი ცდილობს, ირანული შეიარაღების წარმომავლობის შენიღბვას, ექსპერტიზებით დამტკიცდება ყველაფერი.

საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-2 მუხლის პირველი ნაწილით (აგრესორი სახელმწიფოს დახმარება), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....