მთავარისიახლეებისაზოგადოებაირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის - აშშ

ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის – აშშ

Published on

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის.

როგორც „ბიბისი“ წერს, ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსებს უპილოტო თვითმფრინავების მართვაში ეხმარებოდნენ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, თეირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებით ახლა უშუალოდ ადგილზეა ჩართული.

„აშშ გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა გამოაშკარავოს, შეაკავოს და დაუპირისპირდეს ირანის მიერ ამ საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამ დრომდე რუსეთმა ათობით უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო და დამატებით რაოდენობას სავარაუდოდ, მომავალშიც მიიღებს.

„ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ ირანი ამ ტიპის მხარდაჭერას გაუწევს რუსეთს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა ასევე შეიძლება მოითხოვოს ირანიდან მოწინავე კონვენციური იარაღის შეძენა. ეს მოიცავს პოტენციურ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებს, რომლებიც აუცილებლად იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევის და სხვა რეგიონების დასაბომბად გამოიყენა. თავად ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...