მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას, სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას, სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ

Published on

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლს, ედიშერ კვარაცხელიას სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია მის მშობლიურ მხარეში, წალენჯიხაში გაიმართება, სადაც დაღუპულის პანაშვიდი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. კვარაცხელიასთვის პატივის მისაგებად ადგილზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა. ცხედრისთვის პატივის მისაგებად მისულებმა, სახლის შესასვლელში, ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი. ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2014 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა. ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...