მთავარისიახლეებისაზოგადოებაწელს ჟურნალ „ებგურის“ 2 ნომერი გამოვიიდა - ლიტერატურის გურმანებო, არ...

წელს ჟურნალ „ებგურის“ 2 ნომერი გამოვიიდა – ლიტერატურის გურმანებო, არ გამოგრჩეთ!..

Published on

ახალდაარსებული ჟურნალი, რომელმაც საბჭოური პათოსი იმთავითვე დაძლია და უარი თქვა წინა ფასადის შელამაზებაზე – ეს არის “ებგური” (დამაარსებელი ზ. სარია). გამოცემა აერთიანებს შემოქმედებს, რომლებიც მაძიებლის ჟინით არიან მომართულნი და არ აკმაყოფილებთ ის, რაც უკვე იყო ქართულ ლიტერატურაში. გამეორებას არანაირი აზრი არა აქვს. ნამცეც-ნამცეც რომ აგროვო ახალი გამომსახველობითი საშუალებები, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიაგნო მათ, ეს ბევრად ღირებულია, ვიდრე დიდ ფორმებში გაიმეორო უკვე კარგად ნაცნობი მხატვრული საშუალებები.
“ებგური” მეექვსე წელია არსებობს (2017 – 2022 ) და იკრებს გარშემო ლიტერატურის გურმანებს.
წელს ორი ნომერი გამოვიდა, N15, რომელიც შეადგინა სოფო წულაიამ და N16, რომელსაც ოთარ ჯირკვალიშვილმა ურედაქტორა.
ჟურნალთან არსებობს გრანელის პრემია. თუ ნომრები კარგად გაიყიდება, გაჩნდება თანხა, რომლითაც წელს მეოთხედ გაიცემა გრანელის პრემია პოეზიის ნომინაციაში.
მკითხველებო, დაინტერესდით ჟურნალ “ებგურით,” შეიძინეთ და იკითხეთ იგი.
ამასთან ერთად, შეიძლება თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იყოს ზეინაბ სარიას “რას მეტყვის სამოცდამეათე?” ეს არის ახალგამოცემული წიგნი, რომელშიც შემდეგი პოეტური ციკლებია: პამელა ჯოუნსის ლექსები (ავტორის მისტიფიკაცია), ერთსიტყვიანი ლექსები, ჩაყრუებულრითმიანი ლექსები, “და სხვა ლექსები,” მეგრული და საბავშვო პოეზია.
არც ებგურის ახალი ნომრები იარსებებდა და არც ეს ახალი წიგნი, კულტურის სამინისტროს რომ არ შეეწყო ხელი ფინანსურად. აქვე მადლიერება უნდა გამოვხატოთ გამომცემელ ლევან თითმერიას მისამართით /გამომცემლობა “საარი”/, რომელმაც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა ყველა სამუშაო და მონაწილეობა მიიღო წიგნის გარეკანის გაფორმებაშიც.
მკითხველებო, “ებგურის” 2022 წლის ნომრები, გვერწმუნეთ, იმედგაცრუებას არ განგაცდევინებთ და არც ლექსების კრებული დაგტოვებთ გულგრილს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...