მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს

Published on

ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამ წუთებში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები იმართება.

სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თანამდებობაზე, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და ახალ თანამდებობას, არჩევნებამდე რამდენი კვირით ადრე ულოცავდნენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს ლექტორის არჩევის წესი, ამას ვითხოვთ 6 თვეა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არც გიორგი შარვაშიძეს და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საღი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს რექტორის არცევის წესი, ის არ უნდა აირჩიოს 38 კაცისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ, არამედ ის უნდა იყოს არჩეული სრული პროფესურის მხრიდან, რადგან არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულ პირობებში, დღეს რაც აქ ხდება ეს არ არის არჩევნები 1 კანდიდატი ჰყავთ, რაც ეს უსამართლო პროცესების დამსახურებაა არავინ არ ისურვა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ არჩევნების შედეგები წინასწარაა განსაზღვრული” – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი

შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშია ერთადერთია, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...