მთავარისიახლეებისაზოგადოება10 ოქტომბრის შემდეგ, ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენეს

10 ოქტომბრის შემდეგ, ოკუპანტებმა უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენეს

Published on

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ენერგოსისტემას 300-მდე დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ ტელეეთერში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

“გასული ორშაბათიდან დღემდე, ჩვენ უკვე გვქონდა სულ 300 დარტყმა ენერგოსისტემაზე: რაკეტები, არტილერია და დრონები, რა თქმა უნდა, მზადება მიმდინარეობს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ენერგოსისტემის დრამატული დაზიანების შემთხვევაში , რომლის აღდგენას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, ეს არის მთელი მექანიზმი, რომელშიც ჩართული იქნება თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანო, ყველა სამხედრო ადმინისტრაცია ადგილზე და ეს მიეწოდება მოქალაქეებს, რათა მათ ნათლად იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ ამა თუ იმ სიტუაციაში”, – ამბობს გალუშჩენკო

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ელექტროენერგიის დაზოგვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, მასიური დაბომბვის პირველ დღეებში უკრაინელებმა შეძლეს ელექტროენერგიის 10%-ით შემცირება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ დანაზოგის მინიმუმ 20%-მდე გაზრდა.

შეგახსენებთ, რუსეთის ძირითადი სამიზნე ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სწორედ ენერგეტიკული ობიექტებია, რომლებსაც ისინი ირანული დრონებით ესხმიან თავს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...