მთავარისიახლეებისაზოგადოებავაკის პარკის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს - ნაწილი ბრალს არ...

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს – ნაწილი ბრალს არ აღიარებს

Published on

ვაკის პარკის საქმეზე დაკვებული ცხრავე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ისინი ადვოკატებთან შეხვედრას ელოდებიან.

ადგილზე უკვე მივიდა გიორგი ვახტანგაშვილის უფლებადამცველი, ლაშა ცუცქირიძე, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.

“გიორგი ვახტანგაშვილი, მოგეხსენებათ, დააკავეს გუშინ საღამოს საათებში, მასთან მქონდა მხოლოდ რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია და შესაბამისად, დეტალურად ვერანაირ საკითხს ვერ გავივლიდით, შესაბამისად, ვერ მოგახსენებთ მის პოზიციას. […] ერთადერთი რაც შემიძლია დაგიზუსტოთ, 30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა საგამოძიებო სამსახურში და დეტალურად მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რასაც იმ ეტაპზე ფლობდა”, – თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. მასთან ერთად დაშავდა კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. სამი ბავშვი ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა.

18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...