მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

Published on

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. გიგა გიგაშვილმა
გადადგომის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა.

სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაეცეს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, იმ 9 დაკავებულს შორის, რომლებიც ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ-ერთი გიგაშვილის მოადგილეა.

სიახლეები

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...