მთავარისიახლეებისამართალისკოლის მოსწავლეებთან გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით, ქუთაისში კაცი დააკავეს

სკოლის მოსწავლეებთან გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით, ქუთაისში კაცი დააკავეს

Published on

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ამავე ინფორმაციით,  საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივების თქმით,  აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.

დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...