მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

Published on

ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ის ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულ-მკერდის არეში გუშინ დაჭრეს. ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

“დავინახე, რომ მანქანიდან არ იყო სროლა. იყო კაცი წითლებში ჩაცმული და ჩაცხრილა რესტორნის მარცხენა მხარე. როგორც ვიცი თურქი იყო. ჩვენს რესტორანთან ახლოს მანქანა ელოდებოდა, როგორც ვიცი ჩაჯდა და გაიქცა. როგორც ვიცი, შიგნით ჰყავდა ინფორმატორი, რესტორნიდან რაც გავიგე და აწვდიდნენ ინფორმაციას გარეთ. კონკრეტული პირისკენ იყო აშკარად მიმართული, რადგან რესტორნის მხოლოდ ერთ კუთხეში იყო გასროლა”,- ამბობენ ადგილობრივები.

ინციდენტის შედეგად, ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდაან მალევე გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. როგორც ადგილზე განაცხადეს, მანამდე რესტორანთან ხმაური იყო. რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...